ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ასაკი
  • ბრენდი
  • Sale
    დომინო ცხოველები
    საბავშვო დომინო ცხოველების გამოსახულებით. თამაში რეკომენდირებულია 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შეიცავს 28 ცალ მუყაოს დომინოს, ერთ მხარეს ცხოველების გამოსახულებით, ხოლო  მეორე მხარეს რიცხვებს ვარსკვლავების სახით. ისწავლეთ ცხოველები და რიცხვები დომინოს შესაბამისობით.
    14.95 10.5
    Sale
    პასუხისმგებლობა
    ადამიანებთან ურთიერთობა, განცდა,  განწყობა და თანაგრძნობა - ყველა ეს უნარი ადამიანების სოციალური განვითარების ნაწილია. ეს არის უნარები, რომელიც არ არის განვითარებული დაბადებიდანვე და უნდა ვითარდებოდეს გრძელვადიანად მიმდინარე პროცესში. ყოველდღიურად ბავშვებს უყალიბდებათ აზრი, რომ არსებობს წესები და პრინციპები, რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი. ექვსი სხვადასხვა სურათის სიუჟეტში ბავშვები განიხილავენ სხვადასხვა ფასეულობებს. თითოეული სიუჟეტისთვის არსებობს იმავე ფერის ხუთი ბარათის ნაკრები, თითოეული მათგანი გვიჩვენებს, თუ როგორია სიტუაცია. ბავშვის ამოცანაა, თანმიმდევრულად დაალაგოს ბარათები, რათა გადმოსცეს ერთი სიუჟეტი.  ბარათების უკან დამხმარე მარეგულირებლები აჩვენებს ბავშვებს სწორია თუ არა მათ გადაწყვეტილებები.   თემები: სამოქალაქო გამბედაობა - ნუ აარიდებ თვალს!  პასუხისმგებლობა - როგორ ვიზრუნო ჩემ ცხოველზე?! იყავი ყურადღებიანი - როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში?! იყავი სასარგებლო - როგორ დავეხმარო ჩემ ოჯახს?! ზრუნვა - იყავი მზრუნველი ასაკოვანი ადამიანების მიმართ! იყავი დამოუკიდებელი - როგორ ვიზრუნო საკუთარ სხეულზე!
    14.95 10.5
    Sale
    დომინო საათი
    დომინო რომელიც დაგეხმარებათ საათის სწავლაში: 
    14.95 10.5
    Sale
    ფერადი კუბი - სტრატეგიული თამაში
    ფერადი კუბები - სტრატეგიული თამაში. კრიტიკული აზროვნების თამაში. ასაკი: 5+ თამაში განკუთვნილია 2-6 მოთამაშისთვის განსავითარებელი უნარები: - კრიტიკული აზროვნება - პრობლემის გადაჭრა - შესაბამისობის პოვნა - მათემატიკური უნარები - დაკვირვებულობა     როგორ ვითამაშოთ: - მოთამაშეების ქულა ითვლება კვადრატის ფერების შესაბამისობის მიხედვით. - თითოეული მოთამაშე იწყებს 6 ბარათით. - დარჩენილი ბარათებიდან ერთი ბარათი უნდა მოთავსდეს მაგიდის ცენტრში, ფერების მხარეს სახით ზევით. - მოთამაშეები თავის ბარათს განათავსებს ცენტრალური ბარათის ნებისმიერ მხარეს, მთავარია იყოს მინიმუმ 1 შესაბამისი ფერის კვადრატი. - თამაში გრძელდება მანამ, სანამ არ გამოიყენება ყველა ბარათი. - იგებს მოთამაშე რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ქულა.   კომპლექტში შედის: - 40 ცალი 4 სხვასხვა ფერის მქონე ბარათი
    14.95 10.5
    Sale
    ზოოპარკიდან გაქცევა
    ზოოპარკში დასუფთავების დროს,  შემთხვევით, დამლაგებელს ცხოველების გალიების კარები დარჩა ღია. ყველანი გარეთ გამოვიდნენ და აირივნენ ერთმანეთში. ისინი დამალულები არიან სხვადასხვა ბარათების დასტაში. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ცხოველების პოვნა, ამისთვის უნდა მიხვდეთ რომელი ცხოველი სად არის დამალული. საბოლოოდ გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე კარგად დაიმახსოვრებს დასამალ ადგილებს და იპოვის დაკარგულ ცხოველებს. თამაში განკუთვნილია 4+ ასაკის ბავშვებისთვის.  
    14.95 10.5
    Sale
    გამოიცანი, რას ვფიქრობ?!
    წამოიდგინე რომ შეგიძლია ადამიანის ფიქრების გამოცნობა ... კონცენტრირდი, დასვი სწორი კითხვები და მიაღწიე წარმატებას. დაკვირვებით,სწორი კითხვებით და ასოციაციის უნარებით, ბავშვებს შეუძლიათ გამოიცნონ, ცხოველები, საკვები, ტრანსპორტი და ა.შ. სასწავლო უნარები: • ვიზუალურიაღქმა. • ფერების აღქმა. • ხმის აღქმა. • სიტყვათა მარაგის გამოყენება. • კომუნიკაციის დამყარება. • ხმისიმიტაცია. • სოციალური ქცევა. • გუნდური მუშაობა. • სხეული ენის გამოყენება. • ინდივიდუალურიდა გუნდური ქმედებები. • იდეების და შემოქმედებითობისგანვითარება. თამაში განკუთვნილია 5+ ასაკითვის. მოთამაშეების რაოდენობა 2 - 6 მოთამაშე.  
    14.95 10.5
    Sale
    მათემატიკური ომები - მიმატება/გამოკლება
    სახალისო თამაში სისწრაფეზე, რომლის თამაშით ბავშვებს უვითარდებათ: •სწრაფი აზროვნების უნარი. •სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. •მათემატიკური აზროვნება. მოთამაშეები ანაცვლებენ ბარათებს, რაც შეიძლება სწრაფად, მათემატიკური ტოლობის შესაქმნელად. პირველი მოთამაშე, რომელიც შექმნის სამ სწორ ტოლობას, გამარჯვებულია! თამაში განკუთვნილია 5+ ასაკის ბავშვებისთვის და თამაშობს ორი ან მეტი მოთამაშე. თამაში ეფექტურია გუნდური თამაშის დროს.
    14.95 10.5
    Sale
    ანბანი და ციფრები
    თამაში მოცემულია 66 ბარათი, 33 ბარათზე მოცემულია გამოსახულება, დარჩენილ 33 ბარათზე ასო-ბგერები. ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ქართულ ანბანს. თამაშს მეშვეობით ბავშვები: • აღიქვამენ ფერებს. • სწავლობენ ახალ სიტყვებს. • თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან. • სწავლობენ ასოების ცნობას. ბარათის მეორე მხარეს მოცემულია :  • 20 ბარათზე სხვადასხვა რაოდენობს გამოსახულება • 20 ბარათზე შესაბამისი ციფრები • ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ციფრებს 1 დან -20-ის ჩათვლით. თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ: • თვლას • ციფრების ცნობას. დარჩენილ 20 ბარათზე გამოსახულებებით აწყობილია, მარტივი არითმეტიკული განტოლებები: • 10 ბარათზე მიმატების მაგალითი. • 10 ბარათზე გამოკლების მაგალითი.  
    14.95 10.5